ზღვის ეშმაკი

ანოტაცია:

სხეულის სიგრძე 100-დან 150 სმ-მდე აღწევს. იშვიათად გვხვდება 200სმ-მდე. წონა 20 კგ-მდეა და მეტიც.
ზღვის წყლის ბინადარია, მტაცებელი. ბინადრობს ძირითადად ზღვის დიდ სიღრმეებში.
იკვებება როგორც მსხვილი, ასევე წვრილი თევზებით, ზოგჯერ წყლის ფრინველებითაც, რომელთაც წყლის ზედაპირიდან იტაცებს.
გავრცელების არეალია ატლანტიკური ოკეანე, ევროპისა და აფრიკის სანაპიროები, ჩრდილოეთის ზღვები: ბალტიისა და ბარენცის. სამხრეთის ზღვები: ხმელთაშუა, მარმარილოს, ბოსფორის, საიდანაც ზოგიერთ წლებში შემოდის შავ ზღვაშიც.
შავ ზღვაში მისი შემოსვლა უახლოეს წლებში დაფიქსირებული იქნა ბათუმთან, 1955 და 2008 წლებში.სამეურნეო მნიშვნელობა მცირე აქვს. შავი ზღვისათვის უიშვიათესი ეგზემპლიარია.

მოპოვებულია ბათუმთან შავ ზღვაში 2008 წლის 25 სექტემბერს 

ოჯახი: Lophidae 

გვარი: Lophius Linnaeus, 1758

სახეობა: Lophius piscatorius Linnaeus, 1758 -  ზღვის ეშმაკი

Leg: ა. გუჩმანიძე

Det: ნ. ნინუა, ა. გუჩმანიძე

 

 

მუზეუმი: საქართველოს მუზეუმი
ფონდი: ბუნების ისტორია
პერიოდი: XXI საუკუნე

ბუნების ისტორია