შავი ზღვის ორაგული

ანოტაცია:

სიგრძე 110 სმ-მდეა, წონა 24 კგ-მდე. ზღვის გამსვლელი თევზია.

იკვებება მდინარეში კიბოსნაირებით, მწერების მატლებით, ხმელეთიდან ჩაცვენილი სხვადასხვა მწერებით. ზღვაში ძირითადად იკვებება თევზებით, ზღვის სხვადასხვა უხერხემლო ცხოველებით.

გავრცელებულია შავ ზღვაში, საქართველოს სანაპიროებთან გვხდება ყველგან, შედის შემდეგ მდინარეებში:ჭოროხი და მისი შენაკადები,  კინტრიში, ენგური, კოდორი, გუმისთა, შავწყალა, ბზიფი. გვხდება აგრეთვე აზოვის ზღვაში, ყირიმის მდინარეებში, დნეპრში, დუნაიში, ყუბანში და სხვა.სამეურნეო მნიშვნელობის, ძვირფასი თევზია.  

ოჯახი: Salmonidae Cuvier, 1815 - ორაგულისებრნი

გვარი: Salmo Linhaeus, 1758 - ორაგულები

სახეობა: Salmo labrax Pallas, 1814 - შავი ზღვის ორაგული 

მოპოვებულია შავ ზღვაში ბათუმთან 28.08.1906 წელს. 

Leg: კ. სატუნინი

Det: ნ.ნინუა

მუზეუმი: საქართველოს მუზეუმი
ფონდი: ბუნების ისტორია
პერიოდი: XX საუკუნე

ბუნების ისტორია