ნოქალაქევის მრავალფენიანი ნამოსახლარი (ქართულ-ბრიტანული თანამშრომლობა)

20 მაისი 2014
Share

ნოქალაქევის მრავალშრიანი ნამოსახლარის კვლევაა მიზანი ქართულ-ბრიტანული  არქეოლოგიური ექსპედიციისა, რომლის ქართულ მხარეს, ისტორიის მეც. დოქტორი, პროფესორი დავით ლომიტაშვილი წარმოადგენს, ხოლო ბრიტანულს - პროფესორი, ისტორიკოსი, იან კოლვინი.

ნამოსახლარის ტოპოგრაფია:

კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი ცენტრი - ნოქალაქევის ნამოსახლარი და მერმინდელი ეგრისის სამეფოს დედაქალაქი, ციხეგოჯი-არქეოპოლისი მდებაროებდა დღევანდელი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფ. ნოქალაქევში მდ. ტეხურას მარცხენა სანაპიროზე.

ნამოსახლარის სტრატიგრაფია:

I.  დღეისათვის ყველაზე ადრეული ქრონოლოგია ნოქალაქევის ნაქალაქარზე, მისი ქვედა ტერასის აღმოსავლეთ სექტორში დაფიქსირდა და გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანით დათარიღდა (ძვ.წ. XII-VII ს.ს.):

               ა. საწარმო-ნამოსახლარები

               ბ. სარიტუალო მოედანი

II.     ძვ.წ. VI-IV ს.ს. ადრეული ანტიკური ხანა - კულტურული ფენა.

III. ძვ.წ. IV საუკუნის ბოლო ძვ.წ. II ს.ს. ელინისტური ხანა - კულტურული ფენა, სამაროვანი, ნამოსახლარი.

IV. ახ.წ. III საუკუნის ბოლო - VII საუკუნის დასაწყისი - ციხეგოჯი-არქეოპოლისი, ეგრისის სამეფოს დედაქალაქი. საერთო კავკასიურ სივრცეში უანალოგო მასშტაბების არქიტექტურული კომპლექსი, კულტურული ფენები, სამაროვანი.

V. გვიანდელი შუასაუკუნეები, XVII-XVIII ს.ს. დადიანების საგვარეულო სახლის ერთ-ერთი შტოს დასახლება.

არქეოლოგიური გათხრები:

I.1930-31 წ.წ. ექსპედიცია დოქტორ ალფონს მარია შნაიდერის ხელმძღვანელობით.

II.1973-2002 წ.წ. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიცია. ხელმძღვანელი - პროფესორი პ. ზაქარაია.

III. 2001 წლიდან დღემდე - ნოქალაქევის საერთაშორისო (ქართულ-ბრიტანული) ექსპედიცია. ხელმძღვანელი - პროფ. დავით ლომიტაშვილი (დაწვრილებით იხ. ვებ-გვერდი: www.Nokalakevi.org).