გადაღების წესები
Share

ინსტრუქცია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულ ექსპონატთა ფოტო-ასლების გამოყენებისა და მუზეუმის ტერიტორიაზე ფოტო-კინო-ვიდეო გადაღების ნებართვის შესახებ.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ მუზეუმის საცავებსა და საგამოფენო დარბაზებში არსებული, ასევე დიმიტრი ერმაკოვის მიერ გადაღებული ფოტოების მაღალხარისხიანი ელექტრონული ვერსიის გამოყენებასა და მუზეუმის ტერიტორიაზე ფოტო-კინო-ვიდეო გადაღებას.

მუზეუმთან შეთანხმების საფუძველზე და დადგენილი ტარიფით ანგარიშსწორების შემდგომ საშუალება გეძლევათ მიიღოთ ოფიციალური ნებართვა ექსპონატთა ფოტოების განთავსების თაობაზე: წიგნებში, კატალოგებში, ბროშურებში, ეტიკეტებში, აფიშებში, ინტერიერში, კალენდრებზე, ღია ბარათებზე, დისკების გარეყდებზე, ვებ-გვერდეზე და ა.შ.

ექსპონატთა ფოტოებით სარგებლობის ნებართვისათვის ან მუზეუმის ტერიტორიაზე გადაღების უფლების მისაღებად, გთხოვთ მოგვაწოდოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განცხადება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის სახელზე
  • ხელმოწერილი განცხადება შედგენილ უნდა იქნეს განმცხადებელი ორგანიზაციის ბლანკზე, ან ორგანიზაციის ბეჭდით დამოწმებული
  • კერძო პირის განცხადება თანდართული პირადობის მოწმობის ასლით, საცხოვრებელი ადგილისა და საკონტაქტო ტელეფონის მითითებით
  • განცხადებაში მიეთითოს ექსპონატის ფოტოს გამოყენების მიზანი; ბეჭდვით საშუალებებში ფოტოს გამოყენების შემთხვევაში გამოცემის ტირაჟი
  • მუზეუმის ტერიტორიაზე ფოტო-კინო-ვიდეო გადაღების ნებართვისათვის მიეთითოს გადაღების თარიღი და დრო

განცხადება მოგვაწოდეთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის კანცელარიაში, მისამართზე ქ. თბილისი, ა. ფურცელაძის ქ. №3; ტელ. + (995 32) 99 80 22 ან გამოაგზავნეთ ელ.მისამართზე kancelaria@museum.ge 

გადაღება დაშვებულია სამუშაო საათებში, ყოველდღე ორშაბათის გადრა 10:00-დან 17:00 საათამდე.

განცხადების შემოტანის შემდგომ საქართველოს ეროვნული მუზეუმი ვალდებულია პასუხი გაცნობოთ 10 სამუშაო დღის მანძილზე.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაცია

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ფოტო-ვიდეო  გადაღების წესები

  • გადაღების დროს გადამღებ ჯგუფს სავალდებულოა ახლდეს მუზეუმის თანამშრომელი
  • ყველა აპარატურა/მოწყობილობა (სამფეხა შტატივი, კამერა და განათება) მუზეუმის კოლექციიდან სათანადო დისტანციის დაცვით უნდა განლაგდეს. აპარატურა საკმაოდ  შორს უნდა იყოს არტეფაქტიდან, რათა   დაცემის შემთხვევაში ნივთი არ დაზიანდეს
  • გადაღების დროს ოპერატორები ერთ ადგილას უნდა იდგნენ, სიარული მიზანშეწონილი არ არის
  • საგამოფენო დარბაზში გადაღების დროს, გადამღები ჯგუფი დამთვალიერებლებს ხელს არ უნდა უშლიდეს
  • მუზეუმის საგამოფენო სივრცეში დაუშვებელია ამწე და კიბეების მსგავსი ხელსაწყოების შეტანა
  • საგამოფენო სივრცეში გადაადგილების დროს დაუშვებელია აპარატურის მხარზე ტარება. ყველა ტიპის აპარატურა (კამერა, განათება, სამფეხა  შტატივი) ოპერატორს ხელში უნდა ეჭიროს
  • გადაღების დროს მავთულები/კაბელები ისე უნდა განლაგდეს, რომ მუზეუმის დამთვალიერებლებს ხელი არ შეუშალოს
  • ყველა გადამღები ჯგუფი პასუხისმგებელია თავის აპარატურაზე. დამატებით აპარატურას, სკამებს, დამაგრძლებელ მავთულებს,  და სხვა სახის ხელსაწყოებს მუზეუმი არ უზრუნველყოფს
  • მუზეუმში აკრძალულია  აეროზოლის, სითხის ან ფხვნილის გამოყენება
  • გადაღების დროს ვარცხნილობისა  და მაკიაჟის გაკეთება დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის საპირფარეშოში ან მუზეუმის შენობის გარეთ
  • საგამოფენო დარბაზებში დასაშვებია მხოლოდ ბოთლში ჩამოსხმული წყალი,  სხვა ტიპის სითხე ან საკვები აკრძალულია
  • მუზეუმის დაცვის თანამშრომლების გადაღება  აკრძალულია

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაცია