გამოფენა „შავ-თეთრი”

25 ნოემბერი 2011
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი, 2011 წლის 25 ნოემბერს 17.00 საათზე, წარმოგიდგენთ თანამედროვე ხელოვნების გამოფენას, სახელწოდებით „შავ-თეთრი" ("დღისა და ღამის ზღვარზე").  

აღანიშნული ჯგუფური პროექტი თანამედროვე ხელოვნებაში ერთობლივი შემოქმედებითი მიმართულებისა და დამთვალიერებელთან ურთიერთობის ახალი ფორმის ძიების შედეგად შეიქმნა. პროექტში მონაწილეობენ: მაკა ბატიაშვილი, თუთუ კილაძე, ავთანდილ გურგენიძე, თინათინ ჩხიკვიშვილი, ანტონ ბალანჩივაძე, ქეთი დავლიანიძე, ალექსანდრე ანთაძე, ნინო მოსეშვილი. 

თბილისის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია თანამედროვე ხელოვნების განსაკუთრებული და განსხვავებული ტენდენციები _ 60-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, შესრულებული ორ ძირითად ტონში, შავსა და თეთრში.

გამოფენა 2011 წლის 5 დეკემბრამდე გაგრძელდება.

მისამართი: სიონის ქ. #8, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა).