სიგმარ პოლკე-გაურკვეველი წარმომავლობის მუსიკა

16 ნოემბერი 2011
Share

გამოფენაზე წარმოდგენილია სიგმარ პოლკეს მიერ 1996 წელს სპეციალურად იფა-თვის შექმნილი 40 გუაში. 
სიგმარ პოლკე (1941-2010) თავისი შემოქმედებით განსაკუთრებულ ადგილს იკავებს თანამედროვე ხელოვნებაში. ის გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის მხატვრობის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. 

60-იანი წლებიდან მოყოლებული სიგმარ პოლკე თავისი ექსპერიმენტებით აღსავსე შემოქმედებაში სხვადასხვა ტექნიკებსა და ტექნოლოგიებს იყენებს. პოლკეს ნამუშევრები გაჯერებულია ნაირფერი ირონიული „ციტატებით": კომიქსებისა და საგეზეთო სურათების მსგავსი გამოსახულებებით, ისე როგორც პოპ-არტის მაგვარი ფრაგმენტებით. 

ზიგმარ პოლკე თავის სახელოსნოში და ფოტოლაბორატორიაში ყველანაირი მასალისა და მეთოდების გამოყენებით მუშაობდა. მის  ნამუშევრებს ხშირად თან ახლავს მახვილგონივრული და ამავე დროს აბსურდული წარწერები, როგორიცაა: „იმისათვის რომ კიტრი მალე არ გაფუჭდეს, ის უნდა გადაიღებოს მისადმი წინასწარი მადლიერებით" ან „ძილი სილამაზის გადასარევი საწინდარია, რომელიც ადამიანებსა და ცხოველებს ტყიდან აქვთ გამოყოლილი."

თბილისში ჩამოტანილი გუაშები ამ  საღებავის  თვისებებიდან (დაღვრა და დაწვეთება) გამომდინარე შედევრებია, რომლებშიდაც ხელოვანი  დაღვრილი ან დაწვეთებული საღებავის წინასწარ გაურკვეველ მიმდინარეობას მკაცრად მოწესრიგებულ სისტემას უპირისპირებს. 

გამოფენის გახსნა: 16 ნოემბერი, 18 საათი

გამოფენის ხანგრძლივობა: 16.11.2011 -16.12.2011

საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ი. გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქ. 8