ქურთული მატერიალური კულტურა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან

19 აპრილი 2012
Share

2012 წლის 17 მარტს 17.00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი და სათემო ცენტრი "საქართველოს ეზიდთა სახლი" შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუში წარმოგიდგენთ გამოფენას „ქურთული მატერიალური კულტურა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან".

ეზიდთა დღესასწაულ „კლოჭა სარე სალეს" ეძღვნება ეზიდების მატერიალური კულტურისა და ყოფის უნიკალური ნიმუშების გამოფენა (XIX საუკუნე), რომლებიც საუკუნეზე მეტი ინახებოდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდში.

გამოფენაზე წარმოდგენილია ცნობილი გერმანელი მხატვრის მაქს ტილკეს მიერ შესრულებული ნაციონალურ კოსტუმებში გამოწყობილი ტიპაჟები და ზოგადად ქურთული სამოსი. ასევე: ქალის სამკაულები და ამულეტები, ხალიჩური ნაწარმი, საბრძოლო იარაღები, საოჯახო და საყოფაცხოვრებო საგნები.

გამოფენა 22 აპრილამდე გაგრძელდება. 25 მარტამდე მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ აღნიშნული გამოფენა უფასოდ დაათვალიერონ.

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლ. გუდიაშვილის 1.