იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ბავშვების ნახატების ფოტო-გამოფენა

11 მარტი 2012

2012 წელს აღინიშნება იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მე-20 წლისთავი.

ამ იუბილეს აღსანიშნავად, 11 მარტს, კვირას, 15:00 საათზე  საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ აღმოსავლეთ იაპონიაში მომხდარი დიდი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ბავშვების ნახატების ფოტო-გამოფენას.

თქვენ იხილავთ არა მარტო ნახატების ფოტო-გამოფენას, არამედ გაეცნობით დაზარალებული იაპონელი ბავშვების სულიერ სამყაროს, მათ განცდებს; დარწმუნდებით რამდენად სულისშემძვრელია მათი ხასიათის სიმტკიცე და ბედნიერი მომავლის რწმენა.
გამოფენა 18 მარტამდე გაგრძელდება. 

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ  ვებგვერდი:  http://www.ge.emb-japan.go.jp

მისამართი: სიონის ქ. #8.