ჩინური ფერწერა და კალიგრაფია ამიერკავკასიაში

12 სექტემბერი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, პროექტის „ერთი სარტყელი ერთი გზა - კულტურული ტური" ფარგლებში, თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას „ჩინური ფერწერა და კალიგრაფია ამიერკავკასიაში".

გამოფენა ეხმაურება ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინფინგის მიერ ინიცირებულ ახალი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის კონცეფციას - „ერთი სარტყელი ერთი გზა" და ამიერკავკასიის სამ ქვეყანას - საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს გააცნობს თანამედროვე მხატვრების თვალით დანახულ ჩინეთის ორ უძველეს საგანძურს - ჩინურ ფერწერასა და კალიგრაფიას.

გამოფენის დაკავშირებით, საქართველოს 20-მდე თანამედროვე ჩინელი ფერმწერი და კალიგრაფი ეწვევა.

გამოფენის ორგანიზატორები არიან: „ჩინური ფერწერისა და კალიგრაფიის ხელოვნების ხელშეწყობის ასოციაცია", „ჭუნგიხუაშენგ (პეკინი) საერთაშორისო კულტურის საინფორმაციო კომპანია", „ტიბეტის შანგუი ტაოიზმის კულტურის გამავრცელებელი კომპანია", „შპს ჭეძიანგის ქველის მეღვინეობა", თანაორგანიზატორი: შპს „სილქედვაის".

გამოფენა ერთი დღე გაგრძელდება. 

გამოფენის გახსნა: 15 სექტემბერი, 2019 | 15:00

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8