ლუკა პანდოლფის საჯარო ლექცია „ევრაზიის ნამარხი მარტორქები"

05 სექტემბერი 2019
Share

8 სექტემბერს, 15:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართება ფლორენციის უნივერსიტეტის დოქტორის, ლუკა პანდოლფის საჯარო ლექცია „ევრაზიის ნამარხი მარტორქები".

მარტორქისნაირთა ოჯახში დღეს რამდენიმე სახეობა შედის. მათი გავრცელების არეალი შეზღუდულია და მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და აფრიკაში გვხვდებიან. ნამარხი მარტორქები წარსულში ეკოსისტემების მნიშვნელოვანი წევრები იყვნენ. მარტორქების შესწავლა საინტერესოა როგორც პალეოგეოგრაფიული რეკონსტრუქციებისა და ქრონოლოგიური კორელაციებისთვის, ისე წარსულის კლიმატის დასადგენად. ნეოგენისა და პლეისტოცენის განმავლობაში (20-0,01 მლნ.) მარტორქების მრავალფეროვნება და გავრცელების არეალი შემცირდა. ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება.

ლექცია გაიმართება ინგლისურ ენაზე ქართული თარგმანით.
დასწრება თავისუფალია!
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი / შ. რუსთაველის გამზ. 3

ლექციის პარალელურად, მსმენელს საშუალება ექნება, იხილოს გამოფენა „ივრისპირეთი 8-10 მილიონი წელი".

პროექტის მხარდამჭერია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.