თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და ეროვნული თავდაცვის აკადემიას შორის

02 აგვისტო 2019
Share

2019 წლის 1 აგვისტოს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ მოაწერეს.

თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმება ერთობლივი პროფესიული და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტები, ღონისძიებები და ტრენინგ-კურსები. აკადემიის ოფიცრები გაეცნობიან საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციებში შემავალი მუზეუმების ექსპოზიციებს.

ხელისმოწერის ცერემონია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში მიმდინარე გამოფენაზე „XIX-XX საუკუნეების ქართული იარაღი და კოსტიუმი" გაიმართა, გამოფენის კურატორმა, მამუკა ქაფიანიძემ სტუმრებს გამოფენა დაათვალიერებინა.