კონფერენცია: „ურბანული კვლევებისა და დაგეგმვის პრაქტიკები - იტალიის ქალაქების გამოცდილების მაგალითზე"

25 ივლისი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს კონფერენციას თემაზე: „ურბანული კვლევებისა და დაგეგმვის პრაქტიკები - იტალიის ქალაქების გამოცდილების მაგალითზე".

კონფერენციის მთავარი მომხსენებლები იქნებიან ბოლონიის სტრუქტურული გეგმის ავტორი და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელი - პატრიცია გაბელინი და მილანის პოლიტექნიკური უნივერსტეტის ურბანისტიკის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ბერტრანდო ბონფანტინი. 
იტალიის ქალაქების მაგალითებთან ერთად,  კონფერენციაზე განხილულ იქნება საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში შემუშავებული ქალქგეგმარებითი დოკუმენტები, ასევე გაიმართება ღია დისკუსია დედაქალაქისთვის მნიშვნელოვან, აქტუალურ ურბანულ საკითხებზე.

კონფერენცია გაიმართება ინგლისურ ენაზე ქართული სინქრონული თარგმანით.

კონფერენცია იმართება პროექტის „Urban2Days" ფარგლებში, RED Fund-ის ორგანიზებით და თბილისის მერიის, საქართველოში იტალიის საელჩოს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით.  

დასწრება თავისუფალია.

ჩატარების დრო: 27 ივლისი, 2019 | 11:00

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1