გამოფენა „ქალაქების შეჯამება. ევროპული მოედნები და მათი ისტორიები"

23 მაისი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას „ქალაქების შეჯამება. ევროპული მოედნები და მათი ისტორიები" თბილისის ისტორიის მუზეუმში.

გამოფენა „ევროპული მოედნები და მათი ისტორიები" ევროპის ურბანულ მოედნებს შეცვლილ პერსპექტივაში გვიჩვენებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პროფესიონალური დრონით გადაღებული ფოტოები, რომლებიც  განთქმულ ევროპულ ქალაქებს და მათ ცნობილ მოედნებს ასახავს.  

არსებობს მრავალი კვლევა, დოკუმენტური მასალა და განხორციელებული გამოფენები ცალკეული მოედნების შესახებ, მაგრამ მათი ვრცელი, განსხვავებული პერსპექტივით ჩვენების მხოლოდ რამდენიმე მცდელობა დაფიქსირდა. ურბანული მოედანი ევროპული ისტორიული და არქიტექტურული ფენომენია. მოედნები არ არსებობენ თავისთავად და დამოუკიდებლად, ისინი წარმოადგენენ დასახლების ცენტრს. ეს ყველაფერი კი განსაზღვრავს მოედნის თავისებურებას. 

გამოფენას აქვს ორგვარი დატვირთვა: არქიტექტურული და ანთრპოლოგიური, ვინაიდან მოედანი გააზრებულია საცხოვრებელ ადგილად, სივრცედ, სადაც ერთმანეთს ერწყმის საზოგადოება და ქალაქის ისტორია. მოედანი არის სივრცე, რომელიც განპირობებულია არა მხოლოდ მისი შემომსაზღვრელი შენობებით, არამედ, ამ შენობების ისტორიითა და მათთან დაკავშირებული ადამიანებით.

პროექტის ავტორია კატალინ დ. კონსტანტინი. იგი ასწავლის ეთნოლოგიას და ანთროპოლოგიას ბუქარესტის უნივერსიტეტში. მან თავი მოუყარა მთელ რიგ ლიტერატურულ კოლექციებს და გამოსცა მრავალი ფოტოგრაფიული ნაშრომი (წიგნი), რომლებიც ეძღვნება რუმინეთის კულტურულ მემკვიდრეობას. ავტორმა მოაწყო არაერთი ფოტოგრაფიული გამოფენა, როგორც რუმინეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი, რუმინეთის საელჩო საქართველოში, რუმინელ არქიტექტორთა ორდენი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა (რუმინეთი). პროექტი ხორციელდება ევროპის სხვადასხვა ქალაქში.

გამოფენის გახსნა: 2019 წლის 28 მაისი, 17:30 საათი

გამოფენის ხანგრძლივობა: 28 მაისი - 10 ივნისი

მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8.