მწერები - არა მხოლოდ ფრინველებისათვის

22 მაისი 2019
Share

25 მაისს, საქართველოს ეროვნული მუზეუმი 11:00-დან 16:00 საათამდე „საბუკოს" მასპინძლობს, ამჯერად, თემით „მწერები - არა მხოლოდ ფრინველებისათვის". 

მწერების რიცხვი მსოფლიოს მასშტაბით მცირდება, რაც კვებით ჯაჭვში ზემდგომი ორგანიზმებისათვის საკვების სიმცირეს იწვევს. გამონაკლისები არც ადამიანები ვართ - მწერები იმ მცენარეების მნიშვნელოვანი პოლინატორებიც არიან, რომლებსაც საკვებად ვიყენებთ.

ბევრს მწერის დანახვა აღიზიანებს, თუმცა მათ დიდი როლი აკისრიათ მიწათმოქმედებასა და მებაღეობაში.

გიწვევთ ველური ფუტკრებისათვის პატარა სახლების შესაქმნელად. დავამზადებთ პატარა „მწერების სასტუმროებს". ამის შემდეგ, თუ მოისურვებთ, შეგეძლებათ საკუთარი, უფრო დიდი პროექტიც განახორციელოთ.

მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზო, შ. რუსთაველის გამზ. 3