მუზეუმის ფესტივალი ◆ მითოლოგიური ღამე მუზეუმში

16 მაისი 2019
Share

აქციის „ღამე მუზეუმში" ფარგლებში, 18 მაისს, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ჩატარდება პროგრამა - „მითოლოგიური ღამე მუზეუმში".  

21:00 საათიდან ღამის 00:00 საათამდე, პროგრამის ფარგლებში დამთვალიერებლებს უმასპინძლებენ კოსტიუმირებული მითოლოგიური პერსონაჟები, რომლებთანაც შესაძლებელი იქნება ფოტოების გადაღება.

მითოლოგიის, როგორც ხელოვნების შთაგონების წყაროს ნიმუშები წარმოდგენილია ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურ ექსპოზიციაზე. ვიზიტორებს შეუძლიათ დაათვალიერონ შემდეგი მითოლოგიური პერსონაჟები: სატირი, დიონისე, არიადნა, ნიკე, პანი, ეროტები, მენადები. 

პროგრამის დასაწყისი: 21:00
მისამართი: ს. ჯანაშისა სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3

პროგრამაში მონაწილეობა თავისუფალია!