კრეათონი – ფიროსმანი ციფრულ სივრცეში

17 აპრილი 2019
Share

2019 წლის 3-6 მაისს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეგიდით იმართება შემეცნებითი, შემოქმედებითი კონკურსი „კრეათონი - ფიროსმანი ციფრულ სივრცეში".  

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების სტუდენტებს.

ქართული სამუზეუმო კულტურული მემკვიდრეობის უმნიშნველოვანესი ნაწილის - ნიკო ფიროსმანის შემოქმედების მზარდი საერთაშორისო წარმატების ფონზე, პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული კულტურული მემკვიდრეობის პოზიციონირებას და მისი პოტენციალის ეფექტურ ინტეგრირებას ქვეყნის განვითარების სხვადასხვა სექტორსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

საკონკურსო დავალებები გულისხმობს ნიკო ფიროსმანის შემოქმედების ირგვლივ სხვადასხვა ტიპის ნამუშევრის შექმნას გრაფიკული დიზაინისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.

დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში სტუდენტები:

  • აიმაღლებენ ცოდნას ნიკო ფიროსმანის შემოქმედების შესახებ;
  • მიიღებენ ინფორმაციას კულტურის თანამედროვე ხედვის, კულტურის სფეროში ციფრული და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ;
  • ექნებათ პროფესიული ურთიერთობა კულტურის, ხელოვნების, გრაფიკული დიზაინის, ციფრული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სფეროს სპეციალისტებთან;
  • შეძლებენ, საკუთარი შესაძლებლობები გამოსცადონ შემოქმედებითობის, კონკურენტულ გარემოში მუშაობის, პროფესიული უნარების მხრივ;
  • მიიღებენ შეფასებას დარგის პროფესიონალებისგან წარმოდგენილი ჟიურის მხრიდან;
  • ექნებათ შესაძლებლობა, მოიპოვონ ორიგინალური, საპატიო პრიზები;
  • კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი წარმატებული სტუდენტები დასაქმდებიან პროექტის მომდევნო ეტაპების განსახორციელებლად;

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტების ჯგუფებმა უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია.

*რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 აპრილი. 

პროექტის ორგანიზატორები არიან: საქართველოს ეროვნული მუზეუმისაქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოტექნოლოგიების ლაბორატორია და სასწავლო ცენტრი - ჯეოლაბიციფრული შემოქმედებითი სარეკლამო სააგენტო - ლივინგსტონი და სიღნაღის მუნიციპალიტეტეის მერია