„საბუკო" კოდალას გაგვაცნობს

27 მარტი 2019
Share

შაბათს, 30 მარტს, 11:00-17:00 საათამდე, „საბუკო" ერთ საინტერესო სახეობაზე მოგვითხრობს.

მარტსა და აპრილში ადვილია კოდალებზე დაკვირვება. მათი ხმა სულ უფრო ხშირად გაისმის, ამ დროს ისინი ტერიტორიებს ნიშნავენ და ფუღუროებს აშენებენ. რადგან ვეგეტაცია ჯერ სუსტადაა განვითარებული, მათი დანახვა ადვილად შეიძლება. კოდალები ცხოვრების წესის შესაბამისად კარგად არიან აღჭურვილნი. ისინი ეხმარებიან მრავალ ისეთ სახეობას, რომლებიც ფუღუროებში ცხოვრობენ, მაგრამ თავად ფუღუროების კეთება არ შეუძლიათ. ასეთები არიან, მაგალითად: წივწივები, წყრომები, ღამურები, ძილგუდები, დიდი ბზიკები და სხვ.

თუ გსურთ, გაიცნოთ საქართველოში მობინადრე ფრინველები და გაიგოთ საინტერესო ამბები მათ სახეობებზე, თავისებურებებზე, ქცევასა და საცხოვრებელ გარემოზე, ეწვიეთ გამოფენას „კავკასიის ბიომრავალფეროვნება" და ჩაერთეთ სხვადასხვა შემეცნებით აქტივობაში.

„საბუკო" - საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის, ბუნების დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის ძირითადი საქმიანობა სახეობებისა და მათი ჰაბიტატების შენარჩუნებაა.

ღონისძიებაში ჩართვა შესაძლებელია როგორც ორგანიზებული ჯგუფებისთვის, ასევე - ინდივიდუალური ვიზიტორებისთვის. 

ჩატარების დრო: 30 მარტი, 11:00 - 17:00

ჩატარების ადგილი: კავკასიის ბიომრავალფეროვნების საგამოფენო დარბაზი

პროგრამის ღირებულება: დასწრება თავისუფალია, მუზეუმის ბილეთის საფუძველზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი: 239 16 52; ნათია ჯავახიშვილი (საბუკო) - 577 96 05 59.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3