ომარ და მანანა კაჭკაჭიშვილების გამოფენა

14 მარტი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ომარ და მანანა კაჭკაჭიშვილების ნამუშევრების გამოფენას თბილისის ისტორიის მუზეუმში.

ომარ კაჭკაჭიშვილი სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული და მხატვართა კავშირის წევრი გახლდათ 1978 წლიდან. მას გამართული აქვს გამოფენები როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ - ბულგარეთში, მოსკოვსა და გერმანიაში. მხატვრის ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ქუთაისის სამხატვრო გალერეაში; ევროპისა და აზიის კერძო კოლექციებში.

ომარ კაჭკაჭიშვილის ნამუშევრები ძირითადად ქალაქურ მოტივებსა და საქართველოს რეგიონების ამსახველ პეიზაჟებს მოიცავს. ასევე გვხვდება ოსტატურად შესრულებული თემატური ნამუშევრებიც.

პროფესიით არქეოლოგის, მანანა კაჭკაჭიშვილის მხატვრობაში კი ნახავთ აღმოსავლურ და თბილისურ მოტივებზე შესრულებულ პორტრეტებსა და სიუჟეტებს, რომელთაც ფერადოვანი გამა გამოარჩევთ. 

გამოფენის გახსნა: 16 მარტი, 2019 | 16:00

გამოფენის ხანგრძლივობა: 16-30 მარტი, 2019

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა 8