დოკუმენტური ფილმის ჩვენება - „ოქროდ ქცეული სიბრძნე - თრიალეთის თასი"

11 მარტი 2019
Share

15 მარტს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება დოკუმენტური ფილმის „ოქროდ ქცეული სიბრძნე - თრიალეთის თასი" სრული ვერსიის ექსკლუზიური ჩვენება და შეხვედრა პროექტის ავტორთან, ერმილე მაღრაძესთან.

ფილმი მოგვითხრობს თრიალეთის ოქროს თასის ექსპერიმენტული კვლევისა და უძველესი ტექნოლოგიების რეკონსტრუქციის შესახებ, რომელთა საფუძველზე ერმილე მაღრაძემ დაამზადა ბრინჯაოს ხანის პოლიქრომიული ოქრომჭედლობის ამ უნიკალური ნიმუშის ზუსტი ასლი. 

ღონისძიება ეწყობა კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლისადმი მიძღვნილი გამოფენის „ოქროდ ქცეული სიბრძნე" ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.

გამოფენის კურატორი, ნინო ლორთქიფანიძე წარადგენს პროექტის სამეცნიერო ნაწილს.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!