ვახო ხეთაგურის პერსონალური გამოფენა - მონოლოგი

28 იანვარი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ქართველი ფოტოგრაფის ვახო ხეთაგურის პერსონალურ გამოფენას „მონოლოგი" თბილისის ისტორიის მუზეუმში.

ვახო ხეთაგური თანამედროვე ქართული ფოტოგრაფიის ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. მონოლოგი რეტროსპექტიული გამოფენაა, რომელიც ავტორის 12 სერიას აერთიანებს. წარმოდგენილი სერიები რვა სხვადასხვა ქვეყანაშია შესრულებული. განსხვავებულია მათი ტექნიკა და ჟანრები - კონცეპტუალური, დოკუმენტური და ჟურნალისტური. ავტორი ერთნაირი წარმატებით ახერხებს თემის სიღრმისეულ გააზრებასა და ემოციური თხრობითი ხაზის შექმნას. ფოტოგრაფის ხელწერას გამოარჩევს მის მიერ ინტროსპექტიულ და სოციალურ თემაზე შექმნილი შავ-თეთრი ფოტოსერიები.

გამოფენის კურატორი: მირიამ გრიგალაშვილი.

გამოფენის გახსნა: 2 თებერვალი, 2019  16:00 საათი

გამოფენის ხანგრძლივობა: 2-17 თებერვალი, 2019

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა #8.

გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია! 

***

◆ მუზეუმი მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე.

მომდევნო დღეებში შესასვლელი ბილეთის საფასური:
მოზრდილი 5 ლარი;
სტუდენტი 1 ლარი;
სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;
პენსიონერი 50 თეთრი;
ბავშვი 6 წლამდე უფასო;

*ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე: Biletebi.ge 

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა: ICOM-ის წევრებისთვის, მუზეუმის მეგობრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.