სემინარი „21-ე საუკუნის მუზეუმების დაპროექტება და მართვა"

25 იანვარი 2019
Share

იტალიის საელჩო საქართველოში, იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოსთან, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით მართავს სემინარს თემაზე "21-ე საუკუნის მუზეუმების დაპროექტება და მართვა".

იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ტექნოლოგიათა ინსტიტუტის (ITABC-CNR) და ტურინის ეგვიპტური მუზეუმის გარდა, ღონისძიების მონაწილეები არიან ისეთი მოწინავე იტალიური კომპანიები, როგორიცაა Goppion და Guicciardini & Magni Architetti.

სემინარის დრო: 28 იანვარი, დასაწყისი 10:00 /რეგისტრაცია 09:30
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1
სემინარი გაიმართება ინგლისურ ენაზე ქართული სინქრონული თარგმანით.  

ეს გახლავთ მეორე სემინარი იტალიის საელჩოს მიერ ჩაფიქრებული სერიიდან "ახალი ტექნოლოგიები და კულტურული მემკვიდრეობა: იტალიური გამოცდილება" და მისი მიზანია წარსულიდან მიღებული მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში იტალიური ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. პირველი სემინარი "ციფრული სთორითელინგის" თემაზე გასული წლის სექტემბერში ჩატარდა, მესამე სემინარი კი 8 თებერვალს გაიმართება და "ჭკვიანი ქალაქის" კონცეფციას მიეძღვნება.

სემინარის პროგრამა

მომხსენებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ იტალიის საელჩოს ვებგვერდზე