ბეთლემის ვარსკვლავი

09 იანვარი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გთავაზობთ ახალ საგანმანათლებლო პროგრამას „ბეთლემის ვარსკვლავი". 

პროგრამის მონაწილეები დაათვალიერებენ ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის შუა საუკუნეების საგანძურის ექსპოზიციას. აქ წარმოდგენილ ფერწერულ და ნაქარგობის ნიმუშებზე დაყრდნობით გაიმართება საუბრები საუფლო დღესასწაულებზე. 

საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზში მონაწილეები გაეცნობიან ევროპული და ქართული ხელოვნების საშობაო თემატიკასთან დაკავშირებულ ვიზუალურ მასალას, მოისმენენ კლასიკურ, ხალხურ და თანამედროვე საშობაო მუსიკას.  

პროგრამა „ბეთლემის ვარსკვლავი" ითვალისწინებს მრავალფეროვან თემატურ-შემეცნებით, სახალისო აქტივობებს.

პროგრამა განკუთვნილია: 6 -10 წლის მოსწავლეებისთვის

პროგრამის ხანგრძლივობა: 60 წუთი

ჩატარების დრო: 11, 18 იანვარი - 12:00, 14:00, 16:00 საათი

პროგრამის ღირებულება: 60 ლარი (ჯგუფი 20 მონაწილემდე)

პროგრამა ასევე ითვალისწინებს საოჯახო ფორმატს (40 ლარი)

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!

დაგვიკავშირდით:  599 75 78 71

პროგრამის ავტორი: დალი გოგორიშვილი

მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგამოფენო სივრცე და საგანმანათლებლო ცენტრი. შოთა რუსთაველის გამზ. 3