"ოქროდ ქცეული სიბრძნე" - სპეციალური ტური

11 დეკემბერი 2018
Share

საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული მუზეუმი 6 დეკემბრიდან წარმოგიდგენთ გამოფენას „ოქროდ ქცეული სიბრძნე", რომელიც საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით იმართება.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი დამთვალიერებელს სთავაზობს ექსპერიმენტის ავტორის ერმილე მაღრაძის და გამოფენის კურატორის, დოქტორ ნინო ლორთქიფანიძის სპეციალურ ტურს.

გამოფენაზე დამთვალიერებელს პირველად შეეძლება იხილოს საქართველოს ეროვნულ მუზეუმშიდაცული ოქრომჭედლობის ერთ-ერთი შედევრის - თრიალეთში აღმოჩენილი ძვ.წ. II ათასწლეულისოქროს პოლიქრომიული თასის ექსპერიმენტული კვლევის შედეგები.

უძველეს არქეოლოგიურ არტეფაქტებთან ერთად, ექსპოზიციაზე პირველად წარმოდგენილიგვიანანტიკური ხანის (ახ. წ. II-IV საუკუნეების) ოქროს სამკაული, ეთნოგრაფიულ კოლექციაშიდაცული საოქრომჭედლო იარაღები და ძვირფასი ლითონების ნაკეთობები ასახავს ოქროსა და,ზოგადად, ლითონის შესახებ იმ ცოდნის მრავალსაუკუნოვან გზას, რომელიც საქართველოსტერიტორიაზე თაობიდან თაობას გადაეცემა და რითაც ქართულმა კულტურამ საკუთარი ადგილიდაიმკვიდრა ევროპულ ცივილიზაციაში.

ჩატარების დრო: პარასკევი, 14 დეკემბერი, 15:30 საათი.

დასწრება თავისუფალია!

დასწრება შესაძლებელია, მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია: https://goo.gl/McGcwZ

ჩატარების ადგილი: ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზირი 3.