წიგნის პრეზენტაცია: „ადრეფეოდალური ხანის ქართული ეთნოკულტურის ისტორიიდან"

19 ოქტომბერი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ პროფესორ სოსო ჭანტურიშვილის წიგნის პრეზენტაციას. მეცნიერი წლების მანძილზე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტისა და ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი.

წიგნი  „ადრეფეოდალური ხანის ქართული ეთნოკულტურის ისტორიიდან" წარმოადგენს V-X საუკუნის საქართველოს ყოფისა და კულტურის კვლევას, სადაც  წარმოდგენილია  ძველი საქართველოს სამეურნეო, საყოფაცხოვრებო და სოციალურ-კულტურული ურთიერთობის ფართო სპექტრი.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

პრეზენტაცია: 23 ოქტომბერი, 17:00 საათი

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1