ლექცია „გიდობის ხელოვნება"

19 ოქტომბერი 2018
Share

30 ოტომბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, გაიმართება მეცნიერების ფონდის „უდაბნო" თავმჯდომარის ლადო მირიანაშვილის ლექცია - „გიდობის ხელოვნება".

ლექციაზე საუბარი იქნება იმ ჩვევებზე, რომლებიც მუზეუმის გიდს უნდა ჰქონდეს. ყურადღება გამახვილდება შემდეგ ასპექტებზე: დამთვალიერებელთან კომუნიკაციის ხელოვნება, ექსკურსიის წაყვანის თავისებურებანი, განმარტებითი საუბრების შინაარსის ფორმირება დამთვალიერებლის მომზადებულობისა და ინტერესების გათვალისწინებით. ზემოთ აღნიშნულის ილუსტრირება მოხდება კონკრეტული მაგალითების საფუძველზე, რისთვისაც განხილული იქნება ქართული და უცხოური ხელოვნების ნიმუშები და ნაჩვენები იქნება, თუ როგორ უნდა მოხდეს ხელოვნების თითოეული ნიმუშის შესრულების მანერის, შინაარსისა და ტექნიკის  სხვადასხვა მხარეების შერჩევითი აქცენტირება.

ლექციის დრო: 30 ოქტომბერი, 16:00
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, თბილისი, ა. ფურცელაძის ქ. 1