გამოფენა „ვიყოთ ერთად"

17 ოქტომბერი 2018
Share

18 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში, გიწვევთ გამოფენაზე „ვიყოთ ერთად". 

გამოფენა წარმოადგენს პროექტის „ლოკალურიდან გლობალურამდე" ნაწილს და გვიჩვენებს ბრიტანელი და ქართველი მხატვრების ორკვირიანი ვორქშოფის შედეგად შექმნილ ნამუშევრებს. „ვიყოთ ერთად" გულისხმობს ადამიანთა ჯგუფს (რომლებიც ერთად იკრიბებიან) და შეგროვების, მოძიებისა და შეკრების აქტს.

„არტელი რაჭა" ორი კვირის განმავლობაში მხატვრებისათვის განსაკუთრებული ადგილი გახდა. ვორქშოფმა შექმნა სივრცე გარემოს შესწავლისა და ექსპერიმენტისათვის, აქტიურ პროცესებზე დაკვირვებით ერთმანეთისგან სწავლისათვის, უცნობისა და ნაცნობის ერთად აღმოჩენისათვის. შეიქმნა კულტურული განსხვავებების აღნიშვნის სივრცე და ბრიტანელ და ქართველ ხელოვანთათვის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები.

გამოფენაში მონაწილეობს ექვსი მხატვარი ბრიტანეთიდან და ექვსი მხატვარი საქართველოდან: ალისა ფორვარდი, ბრიუს ალან, დევიდ გუდინგი, მარტინ გრიმერი, ნოვი ალანი, სიუ ჩადლი, კოტე სულაბერიძე, ნინო ჭილაშვილი, მიშა გოგრიჭიანი, ანა ძიაპშიპა, ლევან ჭოღოშვილი, კოტე ჯინჭარაძე.

პროექტის მთავარი მიზანია როგორც სახელოვნებო კულტურული სივრცის წარმომადგენლების, ასევე დაინტერესებული საზოგადოების და ხელოვნების მოყვარულთა, სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ყურადღების ფოკუსირება ცენტრისა და რეგიონის ურთიერთობა-თანამშრომლობის პერსპექტივის ჭრილში.

გამოფენის გახსნა: 18 ოქტომბერი, 18:00 საათი 
ხანგრძლივობა: 18 ოქტომბერი - 2 ნოემბერი
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა 8.