ფრინველთა მიგრაციის მსოფლიო დღე 2018

11 ოქტომბერი 2018
Share

ფრინველთა მიგრაციის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი National Geographiс საქართველოსთანთბილისის ზოოპარკთან და „საბუკო"-სთან (საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის) თანამშრომლობით, გიწვევთ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.

საქართველო მიგრაციის მნიშვნელოვან დერეფანს წარმოადგენს. პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიგრაციის მარშრუტი, რომელიც აზიისა და აფრიკის უზარმაზარ ნაკვეთებს აკავშირებს, სწორედ კავკასიის გავლით მოძრაობს.

12 ოქტომბერი, პარასკევი

საგანმანათლებლო პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის და ეკო კლუბებისთვის. 
მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია! 2 93 16 52 

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. შ. რუსთაველის გამზ. 3

13 ოქტომბერი, შაბათი

ეწვიეთ გამოფენას „კავკასიის ბიომრავალფეროვნება", სადაც მიგრანტი ფრინველების შესახებ სხვადასხვა სახის პროგრამა იქნება წარმოდგენილი.

  • 13:00 - ფილმის ჩვენება მუზეუმის ბიბლიოთეკაში - „Winged Migration" - 2001 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი, რომელიც მიგრაციის დროს ფრინველების უზარმაზარ მოგზაურობას აჩვენებს.
  • 15:00 - საჯარო ლექცია მუზეუმის ბიბლიოთეკაში - „ფრინველები საზღვრის გარეშე - ფრენა, პერსპექტივები და საფრთხეები" -„საბუკო"-ს დირექტორი ნათია ჯავახიშვილი

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. შ. რუსთაველის გამზ. 3

*პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, მსურველთათვის საჭირო იქნება მუზეუმში შესასვლელი ბილეთის შეძენა (მუზეუმის სრული დათვალიერების შესაძლებლობით).

14 ოქტომბერი, კვირა

12 საათიდან, თბილისის ზოოპარკში, გაიმართება შემეცნებითი თამაშები იმ მიგრანტი ფრინველების შესახებ, რომლებიც საქართველოს ბუნებაშიც ჩნდებიან.