გამოფენა „თამარისი"

24 ივლისი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში გიწვევთ გამოფენაზე „თამარისი". 

გამოფენაზე წარმოდგენილია 40-მდე ხელოვანის მიერ საეკლესიო და საერო, ოქრომკედით, ვერცხლმკედით ხევსურული ორნამენტებით და ჯვრული ტექნიკით შესრულებული ნაქარგობის უნუკალური ნიმუშები. მეფეების თეიმურაზ II და ვახტანგ VI სრული შესამოსელი (ასლი); საქართველოს სხვადასხვა კუთხის დამახასიათებელი საერო სამოსი (სამუზეომო ასლები); უძველესი ჭედურობით ლითონში შესრულებული სამუზეუმო ასლები; დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების ნივთები და სხვა.

გამოფენის ფარგლებში, 28-30 ივლისს, ხელოვნებადმცოდნეობის დოქტორი პროფესორი იზოლდა მელიქიშვილი წაიკითხავს ლექციათა კურსს თანამედროვე ქართული ნაქარგობის აღორძინების, ჯვრული ნაქარგობის, ოქრომკედით ქარგვის ტექნიკისა და ტრადიციების შესახებ. მასტერკლასებს ოპქრომკედით ქარგვაში გაუძღვება ოსტატი დარიკო ჩიხლაძე,  ჯვრულით ქარგვაში კი ლიანა ანიაშვილი. გამოფენის ფარგლებში ასევე გაიმართება საგანმანათლებლო-გასართობი პროგრამა.

გამოფენა ეძღვნება მონაზონ თამარის (ეთერ უროტაძე) ხსოვნას.

პროექტის ავტორები: იზოლდა მელიქიშვილი, დარიკო ჩიხლაძე, ლიანა ანიაშვილი.

გამოფენის გახსნა: 28 ივლისი, 16:00

მისამართი: სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი, მესტია, ა.იოსელიანის ქ. 7