ლექცია ,,მოგზაურობა მადრაპურში ანუ ხელოვნების ციკლურობის შესახებ"

19 ივლისი 2018
Share

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება ლექცია ,,მოგზაურობა მადრაპურში ანუ ხელოვნების ციკლურობის შესახებ". ლექცია ტარდება ეროვნულ გალერეაში მიმდინარე თანამედროვე იტალიელი ხელოვანების გამოფენის ფარგლებში - "Evidence. A New State of Art"

მოვლენების შესწავლა კონტექსტთან კავშირში ჩვენი დროის ნიშანია. კონტექსტი, როგორც რაღაცის შემქმნელი და, საბოლოო ჯამში, კონტექსტი, როგორც ის საგანი თუ მოვლენა, რომელსაც იკვლევ. ლექციაზე ორი მხატვრული გაერთიანების - არტე პოვერას და ტრანსავანგარდის მაგალითზე განხილული იქნება მოდერნიზმის და პოსტმოდერნიზმის ურთიერთკავშირის საკითხები. მხატვრული პრაქტიკების და კონკრეტული ნაწარმოების ფორმის, კონტექსტის და სტრუქტურის გაცნობის საფუძველზე განვიხილავთ გზებს, რომლის საშუალებითაც ხელოვნება იკავებს მოწინავე პოზიციებს სახელმწიფოს მითოლოგიის, პოლიტიკური იდეოლოგიის და კულტურის იდენტობის კონსტრუირების თუ დეკონსტრუქციის პროცესში.

ლექციას გაუძღვება ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების მენეჯერი, GIPA -ს პროფესორი ნინო გედევანიშვილი.

ლექციის დრო: 21 ივლისი, 14:00
მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11