აღმოაჩინე კავკასიის ბიომრავალფეროვნება

15 ივნისი 2018
Share

#მოდიმუზეუმში

აღმოაჩინე კავკასიის ბიომრავალფეროვნება

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი, ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში მიმდინარე გამოფენის ,,კავკასიის ბიომრავალფეროვნება" ფარგლებში, წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროგრამებს ყველა ასაკის ვიზიტორისთვის.  

თანამედროვე სამუზეუმო ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილ ახალ გამოფენაზე წარმოდგენილია კავკასიის რეგიონის ბიომრავალფეროვნება: გეოლოგიური, ბოტანიკურ და ზოოლოგიურ კოლექციები -მინერალები, ქანები, ნამარხ უხერხემლო ცხოველთა ფაუნა, უმაღლესი და უმდაბლესი მცენარეების საჰერბარიუმო ნიმუშები, მოლუსკები, მწერები, თევზები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, ფრინველები და ძუძუმწოვრები - სრულყოფილად ასახავს საქართველოს და, ზოგადად, კავკასიის რეგიონის ფლორისა და ფაუნის ევოლუციურ განვითარებას.

პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელია მუზეუმის სხვადასხვა დარგის მეცნიერებთა და კურატორებთან შეხვედრა და მონაწილეობა შემეცნებით აქტივობებში:  

სამშაბათი, 14:00 საათი - „კავკასიის ბიომრავალფეროვნება", ვერიკო ფხაკაძე - გამოფენის კურატორი

ოთხშაბათი, 14:00 საათი - „ჰერბარიუმების დამზადება სწრაფი მეთოდით", ვალერი პეტროვი - გამოფენის კურატორი

ხუთშაბათი, 14:00 საათი - „რას ინახავს დედამიწა" (ეროვნულ მუზეუმში დაცული გეოლოგიური კოლექცია და სასარგებლო წიაღისეული), რუსუდან ჩაგელიშვილი - გამოფენის კურატორი

პარასკევი, 14:00 საათი - „საქართველო და კავკასია", მაია ინწკირველი - გამოფენის კურატორი

პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია!

დაგვიკავშირდით ორშაბათი-პარასკევი 13:00-დან 16:00 საათამდე ნომერზე: 2 93 16 52 - საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანამანათლებლო ცენტრი

პროგრამის საფასური: 45 ლარი 20 მონაწილემდე ჯგუფისთვის

მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3