მუზეუმის ფესტივალი: ექსკურსია გამოფენაზე ,,ანრი კარტიე-ბრესონი - პარიზი"

10 მაისი 2018
Share

#მუზეუმისფესტივალი #GNMuseumFest

15-30 მაისს, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალს! ფესტივალი ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს. 

ფესტივალის ფარგლებში, გიწვევთ გამოფენაზე „ანრი კარტიე ბრესონი - პარიზი", სადაც პროექტის დირექტორი, მაგნუმის წარმომადგენელი საქართველოში - ეკა ენუქიძე გაუძღვება ექსკურსიებს. 

ექსკურსიები ჩატარდება 16 მაისს, 16:00 და 17:00 საათზე.
მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ნომერზე: 2 92 32 27

დასწრება თავისუფალია!
მისამართი: ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქ.8.

გამოფენის შესახებ: https://bit.ly/2ryc0xv