პროგრამა ,,იაპონია - ნეცკეს ხელოვნება"

08 მაისი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი წარმოგიდგენთ პროგრამას ,,იაპონია - ნეცკეს ხელოვნება", რომელიც მომზადდა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში მიმდინარე გამოფენის „საქართველოს ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები - ინდოეთი, ჩინეთი, იაპონია" ფარგლებში. 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ჩინეთის, იაპონიისა და ინდოეთის ფერწერის, ქანდაკების და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების 500-მდე ნიმუში. ვრცლად გამოფენის შესახებ: https://bit.ly/2JwRxzy

პროგრამის მონაწილეები დაათვალიერებენ ექსპოზიციას, გაეცნობიან იაპონური ნეცკეს ხელოვნებასა და ისტორიას.

პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ვიზუალური მასალა იაპონიის კულტურის შესახებ. ვისაუბრებთ ნეცკესა და ინროს უტილიტარული და სიმბოლური დანიშნულების შესახებ.

პროგრამა ასევე ითვალისწინებს მრავალფეროვან შემეცნებით აქტივობებს.  

პროგრამა დაიწყება 2018 წლის 22 მაისიდან.

პროგრამის ხანგრძლივობა: 60 წუთი

მონაწილეთა ასაკი: 9-12 წელი

ჩატარების დრო: სამშაბათი და პარასკევი - 11:00 და 14:00 საათი

ფასი: 60 ლარი 20 მონაწილემდე ჯგუფისთვის

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია! დაგვიკავშირდით ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 17:00 საათამდე ნომერზე: 599 75 78 71

პროგრამის ავტორი - დალი გოგორიშვილი

მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგამოფენო სივრცე და საგანმანათლებლო ცენტრი, შოთა რუსთაველის გამზ. 3