ეროვნულ გალერეაში სიახლეა!

05 აპრილი 2018
Share

ეროვნული გალერეის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში ჩაერთო ნიკო ფიროსმანაშვილის სურათი „ქალი აღდგომის კვერცხებით“.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის მეორე სართულზე სამი საგამოფენო დარბაზი ეთმობა XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ფიგურების, მხატვრების - ნიკო ფიროსმანაშვილის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის და მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძის შემოქმედებას. ნამუშევრები წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11