გრიგოლ გეგელიას ლექცია „ჰუმანიზმი და მაკიაველი"

20 მარტი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო დეპარტამენტი წარმოგიდგენთ ლექციათა ციკლის რიგით მესამე ლექციას, რომელიც ეძღვნება დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მიმდინარე გამოფენას - „მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა".

23 მარტს, 15:00 საათზე, პოლიტიკური აზრის ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია წაიკითხავს ლექციას „ჰუმანიზმი და მაკიაველი".

ჰუმანიზმი რენესანსის განუყოფელი ნაწილია, რომელიც არასდროს ყოფილა მხოლოდ ინტელექტუალური და კულტურული მოძრაობა. ჰუმანიზმი იმთავითვე იყო პოლიტიკური მოძრაობაც, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ისტორიის, მოქალაქეობის და სამოქალაქო ცხოვრების იდეების ჩამოყალიბებაზე ადრეულ რენესანსში.

მაშ, რა იყო ჰუმანიზმი? რა განასხვავებდა მას სქოლასტიკისგან? რა გავლენა მოახდინა ჰუმანიზმმა ადრეული რენესანსის კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებასა და თვითშეგნებაზე? როგორ ამოიზარდა ჰუმანისტური ტრადიციიდან ნიკოლო მაკიაველის პოლიტიკური აზრი და რა იყო „მაკიაველური მომენტი"?

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.