ირინე აბესაძის ლექცია: შალვა ძნელაძე 125

14 მარტი 2018
Share

16 მარტს, 16:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში შალვა ძნელაძის საიუბილეო გამოფენის ფარგლებში გიწვევთ საჯარო ლექციაზე.

ლექციას წაიკითხავს გამოფენის კურატორი, ხელოვნებათმცოდნე ირინე აბესაძე თემაზე „შალვა ძნელაძის შემოქმედება ქართულ-უკრაინული კულტურათაშორისი ურთიერთობების ჭრილში".

დასწრება თავისუფალია! 

ვრცლად გამოფენის შესახებ: https://goo.gl/km7bXL 

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8