ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ეროვნულ მუზეუმში

09 მარტი 2018
Share

9 მარტიდან ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დააბრძანებენ.

საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ორმხრივი სამთავრობო შეთანხმების შედეგად, 2017 წლის სექტემბერში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანეს. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები გოაში მდებარე მე-19 საუკუნის დასაწყისში განადგურებული წმინდა ავგუსტინეს სახელობის მონასტრის ნაშთებში აღმოაჩინეს ინდოელმა არქეოლოგებმა. კვლევის შედეგები 2013 წელს ჟურნალ ARCHEOLOGY-ში დაიბეჭდა. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთის არქეოლოგიის სამსახურის კოლექციაშია დაცული.

ამ მოვლენასთან დაკავშირებით 8 დეკემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ქეთევან დედოფლის მემკვიდრეობა"

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3