პროგრამა „გაზაფხულის კარნავალი"

13 თებერვალი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი 2018 წლის 20 თებერვლიდან 31 მაისამდე, გთავაზობთ გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო პროგრამას სახელწოდებით „გაზაფხულის კარნავალი". 

პროგრამის ფარგლებში, ბავშვები გაეცნობიან:

  • რატომ ზეიმობს მსოფლიო გაზაფხულის დადგომას უძველესი დროიდან;
  • კარნავალის წარმოშობის ისტორიასა და სხვადასხვა ქვეყანაში მისი აღნიშვნის ტრადიციებს;
  • რა კავშირი აქვს ქართულ ბერიკაობას კარნავალთან;
  • რატომ ითვლება ნიღაბი კარნავალის სიმბოლოდ;
  • უძველესი ნიღბების ისტორიას, მათ სიმბოლურ მნიშვნელობასა და დამზადების ტექნოლოგიებს.

პროგრამა გაფორმებული იქნება მრავალფეროვანი აუდიო-ვიზუალური მასალით. მონაწილეები ნახავენ მუზეუმის კინო-არქივში დაცულ უნიკალურ კადრებს ფილმიდან „ბერიკაობა საქართველოში".

პროგრამის დასასრულს, ბავშვები ჩაერთვებიან სახალისო აქტივობებში და საკუთარი ხელით შექმნიან საკარნავალო აქსესუარებს. 

პროგრამა განკუთვნილია: 6-8 და 9-15 წლის მოსწავლეთათვის

ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 10-20

პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი

ჩატარების დრო: სამშაბათი-პარასკევი

პროგრამის საფასური: 10 მონაწილემდე ჯგუფი - 60 ლარი

პროგრამის ავტორები: გვანცა არჩვაძე, ნინო დათუნაშვილი

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!

დაგვიკავშირდით სამშაბათი-პარასკევი 10:00-დან 17:00 საათამდე ნომერზე 574 44 04 84

ჩატარების ადგილი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზი