პროგრამა „მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა"

06 თებერვალი 2018
Share

„მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა" - საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გთავაზობთ გამოფენის თანმხლებ შემეცნებით პროგრამას.  

პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან მიქელანჯელო ბუონაროტის ცხოვრებასა და შემოქმედებას. ნახავენ დოკუმენტურ ფილმს სიქსტეს კაპელაზე. ააწყობენ ფაზლს და ჩაერთვებიან სხვადასხვა სახალისო-შემეცნებით აქტივობებში. 

პროგრამა განკუთვნილია: სკოლის ასაკის ბავშვებისთვის

პროგრამის ჩატარების ადგილი: დ.შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი #11

პროგრამის ხანგრძლივობა: 45 წუთი

პროგრამის ღირებულება: 45 ლარი 10-15 მონაწილემდე ჯგუფისთვის 

პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია!
დაგვიკავშირდით ორშაბათი-პარასკევი, 10.00-დან 18.00 საათამდე, ნომერზე: 2 15 73 00