სტაჟირების პროგრამა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

05 თებერვალი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი აცხადებს სტაჟირების პროგრამას შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დროებითი გამოფენების მომზადების ჯგუფში.

სტაჟირების პროგრამა ითვალისწინებს:

  • სტუდენტების ჩართულობას გამოფენების მზადების პროცესში
  • ჯგუფის ხელმძღვანელის სალექციო კურსს
  • გამოფენის კურატორის საქმიანობის საფუძვლების გაცნობას
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის ყველა საგამოფენო სივრცეში მუდმივი და დროებითი ექსპოზიციების გაცნობას

პროგრამის ხელმძღვანელია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დროებითი გამოფენების კურატორი, ხელოვნებათმცოდნე ლელა წიწუაშვილი.

პროგრამა დაიწყება 2018 წლის 15 თებერვალს და გაგრძელდება 3 თვის განმავლობაში.

მსურველებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 1 ნაბეჭდი გვერდისა) შემდეგ მისამართზე: internship@museum.ge

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 11 თებერვალი

  • განაცხადების განხილვის შედეგად, შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება
  • პრიორიტეტი მიენიჭება ხელოვნებათმცოდნეობის და მომიჯნავე სპეციალობების III-IV კურსის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს

ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა შეზღუდულია. 

სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტუდენტებს გადაეცემათ პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.