აშოტ ტერ-ხალიფიანის გამოფენა ,,ოცი წლის შემდეგ“

31 იანვარი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ აშოტ ტერ-ხალიფიანის გამოფენას „ოცი წლის შემდეგ" თბილისის ისტორიის მუზეუმში.

გამოფენა წარმოადგენს წარმოშობით სომეხი თბილისელი მხატვრის, აშოტ ტერ-ხალიფიანის სინთეზურ პროექტს, რომელიც აერთიანებს ხელოვანის ფერწერას და თანმხლებ მუსიკალურ მოტივებს. ექსპოზიცია შედგება 39 ნამუშევრისგან, რომლებიც თემატურად დაყოფილია ორ ნაწილად - „ხედი ფანჯრიდან" და „შავ-თეთრი სამყარო".  ნახატები შექმნილია 90-იანი წლების მიწურულსა და 2000-იანი წლების დასაწყისში. სურათები ასახავს ოცი წლის შემოქმედის იმდროინდელი ცხოვრების ემოციურ მდგომარეობას. თითოეულ ნამუშევარს თან ახლავს მხატვრის მიერვე შექმნილია მუსიკალური კომპოზიცია - თითოეული სურათის ინსტალაციისას გაიჟღერებს ამ კონკრეტული ნაწარმოებისადმი მიძღვნილი მუსიკალური თემა. 

გამოფენის ფარგლებში ჩატარდება აშოტ ტერ-ხალიფიანის ხელმძღვანელობით შექმნილი მუსიკალური ჯგუფის კონცერტი.                

გახსნა: 5 თებერვალი, 18:00

ხანგრძლივობა: 5 თებერვალი - 15 თებერვალი, 2018

მისამართი: ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8