ბორის კუფტინის 125 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

09 ნოემბერი 2017
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება აკადემიკოს ბორის კუფტინის 125 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. 

გახსნა: 16 ნოემბერი, 10:00 საათი

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ.1

 

პროგრამა:

10:00 კონფერენციის გახსნა

დავით ლორთქიფანიძე - საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი

ზურაბ მახარაძე - ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი

გოდერძი ნარიმანიშვილი - კონფერენციის თავმჯდომარე

 

დილის სხდომა

10:30 ოთარ ჯაფარიძე. ბორის კუფტინი - მოგონებები

10:45 გოდერძი ნარიმანიშვილი. ბორის კუფტინი - არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში

11:00 ზურაბ მახარაძე. ბ. კუფტინის მიერ შემუშავებული სამხრეთ კავკასიის ენეოლით-ბრინჯაოს ხანის კულტურული განვითარების სქემა და მისი ევოლუცია

11:15 თინა აბულაშვილი. ბორის კუფტინი და თანადროული მეცნიერული მიმდინარეობები

11:30 გურამ ჩიქოვანი. წოფის ადრესამიწათმოქმედო კულტურის კვლევის ზოგიერთი პრობლემური საკითხი

11:45 ელისო ყვავაძე, მინდია ჯალაბაძე. ადრესამიწათმოქმედო კულტურა და პალინოლოგია - პალეოკლიმატისა და ისტორიული გარემოს რეკონსტრუქცია (გადაჭრილი გორა)

12:00 გიორგი მინდიაშვილი. ადრეული ყორღანები - ბორის კუფტინის კვალდაკვალ

12:15 ნინო შანშაშვილი. ბორის კუფტინი, მტკვარ-არაქსის კულტურის კვლევის პრობლემები

12:30 ალექსანდრე ორჯონიკიძე.  აკად. ბ. კუფტინი - ბედენის კულტურის შესწავლის სათავეებთან

12:45 მიხეილ აბრამიშვილი. ბრინჯაოს ხანის სამხრეთკავკასიურ-ეგეოსური ურთიერთობების კვლევის პერსპექტივა ახალ მონაცემთა შუქზე

13:00 მარინე ფუთურიძე (საქართველო), სილვანა დი პაოლო (იტალია).  უცხო ტრადიციის გამოჩენა თრიალეთის კულტურის ერთი ტიპის სამკაულში (მძივები)

 

13:15-14:00 შესვენება

 

საღამოს სხდომა

14:00 იულონ გაგოშიძე. ბორის კუფტინი და ანტიკური ხანის საქართველოს არქეოლოგია

14:15 ირინე ღამბაშიძე. ბორის კუფტინის ნაკვალევზე

14:30 გიორგი გოგოჭური, ვახტანგ შატბერაშვილი.  შიდა ქართლი შუა ბრინჯაოს ხანაში

14:45 რევაზ პაპუაშვილი. ბორის კუფტინის როლი კოლხეთის არქეოლოგიაში

15:00 მარინე ფირცხალავა. წინარეანტიკური ხანის კოლხური კერამიკის ერთი ჯგუფი ვანის ნაქალაქარიდან

15:15 ზურაბ ბრაგვაძე. აკადემიკოსი ბორის კუფტინი, ყვირილის ხეობის არქეოლოგიური ძეგლების მკვლევარი

15:30 მარინე კვაჭაძე. ბორის კუფტინის გამოუქვეყნებელი კოლექციები

15:45 კახა კახიანი, ელგუჯა ღლიღვაშვილი.  შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანი სოფ. განთიადიდან

16:00 დიმიტრი ნარიმანიშვილი. ბეშთაშენის სამაროვანი (1938-1939 წწ.)