პროგრამა ,,ნახე, კერაში ცეცხლი ანთია!"

09 ოქტომბერი 2017
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2017 წლის 9 ოქტომბრიდან გიწვევთ განახლებულ შემეცნებით, სახალისო, გასართობ და ინტელექტუალურ პროგრამაზე „ნახე, კერაში ცეცხლი ანთია!".  

პროგრამის მიზანია წარმოადგინოს აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული საცხოვრისის მოდელი, აჩვენოს მოსწავლეებს ისტორიულად არსებული საცხოვრისის ტიპი და წარმოადგინოს მასში მობინადრე ადამიანთა ყოფა, საგანმანათლებლო-სამეცნიერო და შემეცნებითი ხასიათის ნივთიერი მასალის ანალიზით, მოახდინოს ქართული ტრადიციული საცხოვრისის რეკონსტრუქცია, გაუღვიძოს ინტერესი და გაუღრმავოს ცოდნა მოსწავლეებს ქართული ეთნო-კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. აღნიშნული სახლის მაგალითზე წარმოვადგენთ მე-19 საუკუნის საოჯახო ყოფაში გამოყენებულ ნივთიერ მასალას, ეროვნულ მუზეუმში დაცული ექსპონატების მიხედვით.

პროგრამის ფარგლებში ვისაუბრებთ ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიცაა:

  • საცხოვრისის ტიპები საქართველოს სხვადასხვა კუთხეების მიხედვით.
  • ერდო-გვირგვინიანი სახლის შიდა წყობა.
  • უფროს-უმცროსობის ტრადიცია.
  • გავაცნობთ კერას, მის არსს და დედაბოძს, როგორც ქართული სახლის მთავარ ატრიბუტს.
  • სტუმარ-მასპინძლობა, სახელდახელოდ მომზადებული სუფრა „თათარ-იახნი".
  • ვესაუბრებით ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში შემორჩენილი რეალიების წარმოშობისა და გავრცელების მნიშვნელობაზე.

პროგრამას თან ახლავს მრავალფეროვანი ფოტო და ვიდეო მასალა. ბავშვები მონაწილეობას მიიღებენ და დაკავდებიან პრეზენტაციის შემდგომ  ინტერაქტივში,  გუნდურ შეჯიბრსა და სახალისო თამაშობაში. პროგრამა წარმოდგენილი იქნება მონაწილეთა ასაკთან შესაბამისობაში. მონაწილე გუნდები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო სიგელებით.

პროგრამა გათვლილია: 6 -15 წლის ასაკის ბავშვებისათვის.

პროგრამის ხანგრძლივობა: 70 წუთი.

ჩატარების დრო: ყოველ დღე ორშაბათის გარდა.

პროგრამის ფასი: 10 კაციანი ჯგუფის ფასი 60 ლარი. 20 კაციანი ჯგუფის ფასი 120 ლარი.

პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი ჩაწერა, დაგვიკავშირდით
595 708 525; 597  57 08 95; 577  46 25 22.

მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. N 3.