ხალხური რეწვის პროგრამა

06 ოქტომბერი 2017
Share

2017 წლის 15 ოქტომბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს ეროვნული მუზეუმის გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ გიწვევთ ქართული ხალხური რეწვის პროგრამაზე.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან: მეთუნეობას, დაზგურსა და ჩხირებით ქსოვას, ტილოზე ნემსით ქარგვას, ხეზე კვეთას და ტრადიციულ მჭედლობას. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ასევე საშუალება ექნებათ შეისწავლონ ქვაზე კვეთა და მხატვრული დამუშავება.

ხალხური რეწვის სკოლის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ გაიცნონ ტრადიციული ხელსაქმის ოსტატები, დახელოვნდნენ და აითვისონ ხალხური ხელობის სხვადასხვა დარგი და გადაარჩინონ ისინი მივიწყებას.

პროგრამის მიზანია საქართველოში ხალხური რეწვის ცოცხალი ტრადიციების შენარჩუნება. საერთო გლობალიზაციის ფონზე ხალხური რეწვა, როგორც ქვეყნის კულტურის განუყრელი ნაწილი და მისი თვითმყოფადობის, ესთეტიკის გამოხატულება, სულ უფრო აქტუალური ხდება.

პროგრამა ჩატარდება ყოველ შაბათ-კვირას 13:00-დან 17:00 საათამდე.

პროგრამის ხანგრძლივობა: 15 ოქტომბერი - 26 ნოემბერი.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, მსურველთათვის საჭირო იქნება მუზეუმში შესასვლელი ბილეთის შეძენა (მუზეუმის სრული დათვალიერების შესაძლებლობით).

2 72 90 46; 2 72 90 45 - ეთნოგრაფიული მუზეუმის ადმინისტრაცია.
(+995) 591 40 41 59 იზო გაბიტაშვილი - პროგრამის კოორდინატორი. 
დაგვიკავშირდით სამუშაო საათებში, ყოველდღე ორშაბათის გარდა 10:00-დან 18:00 საათამდე.

მისამართი: კუს ტბის ასახვევი 1, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ.