პრაქტიკული კურსი კურატორობისათვის

26 სექტემბერი 2017
Share

თანამედროვე ხელოვნების გალერეის ფარგლებში დაგეგმილია პროექტი  სახელწოდებით - "პრაქტიკული კურსი კურატორობისათვის". კურსი ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ხელოვნებათმცოდნეებსა და დაინტერესებულ პირებს კურატორული საქმიანობის გაცნობასა და შესწავლაში.   

კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან კურატორული პროექტების წერას, ხელოვანების შერჩევას, გამოფენებისა და კატალოგების შექმნის პრინციპებს, გამოფენების მომზადებასთან დაკავშირებულ პრაქტიკას: მონტაჟი, ექსპოზიცია, განათება, ხმა და ა.შ.

კურსის ხანგრძლივობა: 15 ოქტომბერი 30 ნოემბერი. კვირაში 3-ჯერ, ხანგრძლივობა -  2-3 საათი.

 

პროგრამაში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი, რომელიც უნდა მოიცავდეს:  მოტივაციის წერილს, მონაწილის ბიოგრაფიას, ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა.

განაცხადის მიღება: 28 სექტემბერი - 7 ოქტომბერი, 2017.

ელექტრონული მისამართი: pertenava@gmail.com