გამოფენა ,,ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის.."

26 სექტემბერი 2017
Share

საქართველოს ეროვნულ მუზეუმი „თანამედროვე ხელოვნების გალერეის" ფარგლებში წარმოგიდგენთ პროექტს: „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის.." იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა). 

„ძაღლი  ყეფს, ქარავანი  მიდის..." - ძველი ანდაზაა და აზრობრივად რაიმე მოვლენის ამაოდ შეჩერებას გულისხმობს. თუ მის ვიზუალიზაციას მოვახდენთ, ეს ფრაზა დინამიკას, დროის მსვლელობას  გამოხატავს.

დამთვალიერებელი გამოფენის ლოკაციის - ანუ ისტორიული „არწრუნის" ქარვასლის წარსულის პულსს შეიგრძნობს, რომელსაც დღესაც აჩქარებს  საქარავნო გზებითა თუ რკინიგზის მაგისტრალებით შემოსული აღმოსავლური სურნელი, დასავლური მოდა, მოგზაურები, გაზისა თუ ნავთობის მაგნატების ბიზნესი, გლობალიზაცია, ომები და სიყვარული.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მუზეუმებში დაცული შემდეგი ექსპონატები: მინიატურა ხელნაწერიდან „იუსუფი და ზულეიხა" (ირანი. მე-19 ს. ქაღალდი. აკვარელი. საქართველოს ეროვნული მუზეუმის აღმოსავლური განყოფილება), ხალიჩის ესკიზი - იული სტრაუმე. 1910-იანი წწ. (ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი) და სხვა.

გამოფენის გახსნა: 26 სექტემბერი, 18:00 საათი.

გამოფენის ხანგრძლივობა: 26 სექტემბერი - 8 ოქტომბერი, 2017.

მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8