გამოფენა „ყვავილების ველი“

04 ივლისი 2017
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი თბილისის ისტორიის მუზეუმში პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეის" ფარგლებში, წარმოგიდგენთ გამოფენას „ყვავილების ველი".

ამ პროექტის სახელწოდება შეირჩა ქალაქ კედაინაიას (ლიტვა) საპატიო მოქალაქის, ჩესლავ მილოშის ლექსის, "Campodi Flori'' მიხედვით, რომელიც მან ვარშავაში, 1943 წელს. ებრაელთა გეტოში ამბოხებისას შეთხზა.

ბოლო დროს, გავრცელდა ტერმინები და ცნებები: გენოციდი, ფაშიზმი, რეჟიმი, რაც არ არის უბრალოდ რიტორიკა, ეს გარემომცველი რეალობაა. პროექტის საკურატორო იდეა არ დაიყვანება მემორიალურ ჰოლოკოსტამდე, თუმცა მას ვერსად წაუვალთ. მხატვართა მიერ, სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა მედიაში შექმნილი ნამუშევრები ერთიანდება საპროექტო სივრცეში, ისინი გამოხატავენ აზრს, რომელიც უკავშირდება ეროვნულ საკითხებს, ებრაელობას, თანამედროვე სამყაროს ტოლერანტობასა და მეხსიერებას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 14 არტისტის ნამუშევარი სხვადასხვა ქვეყნიდან: სერგეი ბრატკოვი (უკრაინა), ვალერი ორლოვი, ჯგუფი ,,ლურჯი ცხვირები", იური ვასილიევი, ალექსანდრა მიტლინსკაია, ოლეგ კოსტიუკი, ევგენი უმანსკი (რუსეთი), ჰუბერტ ჩერეპოკი (პოლონეთი), ელიშა ფლოცერი, (ისრაელი), მიხაილ გულინი (ბელორუსია), კარლ მაიკლ ფონ ჰაუსსვოლფი (შევედეთი), ანა რიაბუშენკო (საქართველო), იაკობ კირკეგარდი (დანია), რამ კაცირი (ისრაელი, ნიდერლანდები).

გამოფენის კურატორი - ჩარლზ მერევეზერი, გამოფენის კოორდინატორი - ლიკა მამაცაშვილი.

გამოფენის გახსნა: 11 ივლისი, 18:00 საათი.

გამოფენის ხანგრძლივობა: 11 ივლისი - 20 აგვისტო, 2017.

მისამართი: ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის . 8.