ლევან ლაღიძის ნამუშევრების გამოფენა "ბახის გაკვეთილები"

02 მაისი 2017
Share

2017 წლის 5 მაისს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ ლევან ლაღიძის ნამუშევრების გამოფენაზე „ბახის გაკვეთილები".

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ლევან ლაღიძის  2016-2017 წლებში შესრულებული ნამუშევრები. როგორც ავტორი თავად ახასიათებს გამოფენას: „ხელოვნებაში უნივერსალური საზომების, დარგობრივი სამეტყველო ენის და ინტერკულტურული ხედვის გადამოწმების აუცილებლობა ეპოქების მიჯნაზე, როგორც ყოველთვის, ახლაც ნათლად გამოჩნდა. ვფიქრობ, რომ დღევანდელი ადამიანი გზაგასაყარზე დგას - მხატვრობაც ასევეა. დიდებული წინაპრები გვეხმარებიან ზუსტი საზღვრების მოძებნაში და ჩვენ შეგვიძლია მათთან გაკვეთილები გავიაროთ".

გამოფენა 2017 წლის 6 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11.