გამოფენა ,,სხვაგვარად ვიდრე ყოველთვის``

10 მარტი 2017
Share

2017 წლის 15 მარტს, 18:30 საათზე, საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში, უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტი (ifa)  და გოეთეს ინსტიტუტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით წარმოადგენენ გამოფენას „სხვაგვარად ვიდრე ყოველთვის. თანამედროვე დიზაინი და ჩვეულების ძალა /anders als immer. Zeitgenössisches Design und die Macht des Gewohnten".

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება გერმანიასა და ევროპის 47 ქვეყანაში მომუშავე დიზაინერების, ასევე დიზაინერთა ჯგუფების მიერ შექმნილი 148 ნამუშევარი. მრავალფეროვანი პროექტები თავისუფალია გავლენებისგან, ნათელია მათი კონსტრუქცია, ფუნქციური და შინაარსობრივი დატვირთვა.

წარმოდგენილი ნამუშევრები არა მხოლოდ აკვირვებენ დამთვალიერებელს, არამედ დააფიქრებენ მას მიღებულ, ჩვეულ წარმოდგენებზეც, ტრადიციულ აზრზე. ირღვევა ჩვეულების ძალა, რაც განაპირობებს საფუძვლიან, სოციო-კულტურულ ცვლილებებს ყოველდღიურ ცხოვრებაში - ეს ეხება ისეთ რეალობას, როგორიცაა მიგრაცია, ცვლილებები კვების ჩვეულებებში და სხვა მრავალი.

გამოფენა აქტუალურია თანამედროვე ხელოვნების სივრცის გაფართოების თვალსაზრისით, ნათელი კონცეფციის მატარებელია და გვიჩვენებს თანამედროვე დიზაინის მრავალსახოვნებას.

15 მარტს 17:30 საათზე მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა გამოფენა დაათვალიერონ კურატორ ფოლკერ ალბუსთან ერთად (ინგლისური ენაზე).

გამოფენა 2017 წლის 15 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. 

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა №8