ვიქტორინა

07 თებერვალი 2017
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ ვიქტორინას მუზეუმის Facebook გვერდზე.

სწორი პასუხის ავტორებს ეროვნული მუზეუმისგან გადაეცემათ შემდეგი საჩუქრები:

I ადგილი - დავით აღმაშენებლის ანდერძის ასლი; 
II ადგილი - დავით აღმაშენებლის ვერცხლის მონეტის ასლი;
III ადგილი - ალბომ-კალენდარი ,,ჯვარი და ვაზი''.

დაჯილდოება გაიმართება 8 თებერვალს, 14:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.

ვიქტორინის შეკითხვები: 
1. მსოფლიოს რომელ მუზეუმებშია წარმოდგენილი დავით აღმაშენებლის მონეტები? 
2. რომელი ტაძრის მოხატულობის ფრაგმენტის ასლია გამოფენილი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში? 
3. რომელმა ქართველმა ფოტოგრაფმა გადაიღო დავით აღმაშენებლის ანდერძის დედანის ფოტო?

გისურვებთ წარმატებას!