როკო ირემაშვილის გამოფენა ,,ფატალური საფრთხეები”

01 თებერვალი 2017
Share

2017 წლის 3 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში გიწვევთ როკო ირემაშვილის ნამუშევრების გამოფენაზე ,,ფატალური საფრთხეები".

მულტიმედიური პროექტის ,,სასიცოცხლო საფრთხეები" კონცეფცია ასახავს საფრთხეებს, რომელებიც ადამიანს დაბადებამდე და სიცოცხლეშიც უქმნის რისკებს. ეს პროცესი გრძელდება მისი ზრდის, განვითარების, ჩამოყალიბებისა და ხანდაზმულობის დროს. აღზრდის მეთოდები, ყალბი ფასეულობები, სტერეოტიპები - ეს ის ფატალური საფრთხეებია, რომელიც, ავტორის ხედვით, ინდივიდს ავიწროებს. 

როკო ირემაშვილი თანამედროვე მხატვარია. ის იყო აპოლონ ქუთათელაძის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი. არის მრავალი პროექტის ავტორი. მხატვარი მონაწილეობს ჯგუფურ პროექტებში და ქმნის ინდივიდუალურ გამოფენებსაც. მისი ნამუშევრები ინახება სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში.

გამოფენა ,,ფატალური საფრთხეები" 2017 წლის 14 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ.8